ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა უარყო ინფორმაცია „ფერარისთან“ მოლაპარაკებების შესახებ.
რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გაზეთმა, Daily Mail-მა დაწერა, რომ იტალიურმა საჯინიბომ „მერსედესის“ პილოტს 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა. ჰემილტონს გერმანულ გუნდთან 2023 წლის ბოლოს უმთავრდება კონტრაქტი.
„ცნობილია, რომ, როცა მოლაპარაკებებს აწარმოებ ახალ კონტრაქტზე, ჭორების გავრცელება, უბრალოდ, გარდაუვალია.
ჩემი გუნდი აქტიურად მუშაობს „მერსედესის“ ხელმძღვანელობასთან. ჩვენ პრაქტიკულად დავასრულეთ კონტრაქტის მომზადება. მე ეს სამუშაო ჩემს თანაშემწეებს დავავალე, რათა მხოლოდ რბოლებზე ვიყო კონცენტრირებულნი. ეს უკეთესი მიდგომაა, ვიდრე ადრე – მახსოვს, როცა თავად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს, ეს სერიოზული სტრესი იყო. ასე აღარ მინდა“, – განაცხადა ჰემილტონმა.