ფორმულა 1-ში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა „მოტოსპორტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს „მერსედესის“ დატოვებას და ჯერჯერობით, არ აქვს კონკრეტული გეგმები საკუთარი მომავალი კარიერის შესახებ.
„როცა საუბარია მოლაპარაკებებზე, ყოველთვის ახსენებენ „ფერარის“. ვაპირებ თუ არა სადმე გადასვლას? ჯერ მომავალთან დაკავშირებით არაფერი დამიგეგმავს. დღეისათვის, უბრალოდ, სიამოვნებას ვიღებ ჩვენს გუნდში გამოსვლით.
ის, რასაც ერთად მივაღწიეთ, უბრალოდ, დაუჯერებელია. და მინდა მომავალშიც გავაგრძელო მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე წარმატებული გახდეს ისტორიაში. ეს არის ჩემი მიმდინარე ამოცანა და პრიორიტეტი“.