ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე, ლუის ჰემილტონმა ჩემპიონობა გაინაღდა. „მერსედესის“ პილოტმა დააგროვა ქულების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ სებასტიან ფეტელისთვის ბრაზილიისა და აბუ დაბის ეტაპებზე მიუღწეველი იყოს.
ჰემილტონმა მეოთხე ადგილზე დაასრულა მექსიკის გრანპრი და ეს, კარიერაში მეხუთე ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის, საკმარისი აღმოჩნდა. 33 წლის ბრიტანელი არგენტინელ ხუან-მანუელ ფანხიოს გაუთანაბრდა. ახლა, მასზე წინ მხოლოდ მიხაელ შუმახერია, რომელსაც შვიდი ტიტული აქვს მოპოვებული.
მექსიკის გრანპრი კი ზედიზედ მეორედ მოიგო „რედ ბულის“ პილოტმა მაქს ფერსტაპენმა, რომელიც იმდენად დომინირებდა ტრასაზე, რომ ერთ წრეზეც კი გაასწრო „მერსედესის“ მეორე პილოტს, ვალტერი ბოტასს. მეორე-მესამე ადგილებზე „ფერარის“ პილოტები – სებასტიან ფეტელი და კიმი რაიკონენი გავიდნენ.