ფორმულა 1-ში მსოფლიოს ექვსგზის მსოფლიოს ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა Autosport.com-თან ინტერვიუში ილაპარაკა უახლოეს მომავალში საკუთარ გეგმებზე. ბრიტანელმა პილოტმა აღიარა, რომ ძალიან უნდა თავის ამჟამინდელ გუნდში – „მერსედესში“ კარიერის ბოლომდე დარჩენა.
„რა თქმა უნდა, არაფერი გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მომწონს ის, რასაც დღეს ვაკეთებ და ვერ ვხედავ გაჩერების მიზეზს. მიყვარს ჩემი საქმე. როცა არსებობს გამოწვევა, ხოლო ახალი ტექნიკური რეგლამენტი ძალიან სერიოზული და საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის – ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება. წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება დამჭირდება იმისთვის, რომ დავეხმარო გუნდს ახალი ბოლიდის შექმნასა და წარმატების სწრაფად მიღწევაში.
ვერ წარმომიდგენია სხვა გუნდში გადასვლა. მომწონს „მერსედესში“ გამოსვლა, ამ ბრენდის ისტორიის ნაწილად ყოფნა. ასე რომ, „მერსედესში“ ბოლომდე დარჩენის იდეა ძალიან მხიბლავს“.