ლუის ჰემილტონი ფერარიში გადასვლას არ გამორიცხავს
ლუის ჰემილტონი ფერარიში გადასვლას არ გამორიცხავს

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, „მერსედესის“ ლიდერმა ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ მომავალში არ გამორიცხავს „ფერარიში“ გადასვლას.

„დღეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია სხვა გუნდში გამოსვლა. „მერსედესი“ ჩემი ოჯახია. ასეთივე სიტუაცია იყო „მაკლარენში“ გამოსვლის პერიოდში, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ რაღაცის შეცვლა მინდოდა – დამემტკიცებინა ყველასთვის, რომ სხვადასხვა გუნდში მოგება შემეძლო. ვიცოდი, რომ შესაძლებელი იყო ჩემპიონობა არა მხოლოდ „მაკლარენში“, მაგრამ ეს უნდა დამემტკიცებინა. დღეს მე არ ვფიქრობ „მერსედესიდან“ სხვა გუნდში წასვლაზე, მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს“, – განაცხადა ჰემილტონმა „აუტოსპრინტთან“ (Autosprint) კომენტარში. შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ლუისმა გამორიცხა „ფერარიში“ გადასვლა.