ლუის ერნიკე „ლორიანთან“ მატჩის შემდეგ - ჩემი აზრით, სამი ქულა დავიმსახურეთ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონატში „ლორიანთან“ ფრედ დასრულებული (2:2) მატჩის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„უნდა აღვნიშნო, რომ „ლორიანმა“ ძალიან კარგად ითამაში. ეს არის მამაცი გუნდი, რომელიც ცდილობს, სანახაობრივი ფეხბურთი აჩვენოს. მათ მწვრთნელს ვულოცავ. ჩვენთვის ეს შეხვედრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა, ჩემი აზრით, სამი ქულა დავიმსახურეთ.
ბევრი ეპიზოდში არ გაგვიმართლა, გამარჯვებისთვის საკმარისი მომენტები შევქმენით, ორჯერ ბურთი ძელს მოვარტყით. სამი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.
მოედანზე გავიყვანეთ ფეხბურთელები, რომლებსაც იშვიათად ეძლევათ სათამაშო დრო, თუმცა მათგან დიდი მონდომება და ამბიცია დავინახე. როცა მატჩს ვერ იგებ, კმაყოფილი ვერ დარჩები, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა“, – აღნიშნა ენრიკემ.
„ლორიანის“ წინააღმდეგ ლუის ენრიკემ გუნდის რამდენიმე ლიდერს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას, დასვენების საშუალება მისცა.
საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „პარი სენ-ჟერმენს“ 70 ქულა აქვს და უახლოეს მდევარს, „ლანსს“ 6 ქულით აღემატება. ენრიკეს გუნდს მომდევნო მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ელის.