ლუის ენრიკეს ცხრა წლის ქალიშვილი გარდაეცვალა
ლუის ენრიკეს ცხრა წლის ქალიშვილი გარდაეცვალა

„რეალ მადრიდისა“ და „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელსა და ესპანეთის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ლუის ენრიკეს 9 წლის ქალიშვილი გარდაეცვალა.

მიმდინარე წლის 26 მარტს ესპანელმა სპეციალისტმა მოულოდნელად მიატოვა შეკრება მალტის ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ და სახლში სასწრაფოდ დაბრუნდა, ამ მომენტიდან სამი თვის შემდეგ კი ოფიციალურად დატოვა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.

შვილის ავადმყოფობის შესახებ ფეხბურთელი და მისი ოჯახი საჯაროდ არ საუბრობდნენ, დღეს კი ოფიციალური განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მადლობას უხდიან ექიმებს თავდაუზოგავი შრომისთვის.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გოგონა ოსტეოსარკომას ებრძოდა.