ლუის ენრიკემ შესაძლოა პსჟ-ში ემერი შეცვალოს
ლუის ენრიკემ შესაძლოა პსჟ-ში ემერი შეცვალოს

“პარი სენ-ჟერმენის” პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი მთავარი მწვრთნელის შეცვლაზე დაფიქრდა, – წერს ფრანგული სპორტული გაზეთი L’Equipe. საქმე ისაა, რომ კლუბის ხელმძღვანელს დიდად არ მოსწონს უნაი ემერის მუშაობის სტილი და სეზონის შემდეგ მის გაშვებას აპირებს.

ესპანელი სპეციალისტის შემცვლელ მთავარ პრეტენდენტად სახელდება “ბარსელონას” ყოფილი დამრიგებელი ლუის ენრიკე, რომელიც სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, უმუშევარია. მათ შორისაა “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი, “ჩელსის” თავკაცი ანტონიო კონტე, დიეგო სიმეონე “ატლეტიკოდან” და ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედიდან”.

ემერის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან სწორედ 2018 წლის ზაფხულში იწურება.

დატოვე კომენტარი