ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა შეადგინა #1TVSPORT
ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების წინასწარი შემადგენლობა შეადგინა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში გააგზავნა 55 ფეხბურთელისგან შემდგარი გაფართოებული სია, საიდანაც უნდა დაკომპლექტდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის გუნდის საბოლოო განაცხადი.

სრული ჩამონათვალი არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ცნობილია, რომ მეკარეებს შორის არ არის „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარის დარაჯი დავიდ დე ხეა.

ამ მომენტისთვის, ესპანეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები – კეპა არისაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), უნაი სიმონი (ბილბაო), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი), დავიდ რაია (ბრენტფორდი, ინგლისი);

მცველები – სერხიო რამოსი (პსჟ, საფრანგეთი), არნაუ მარტინესი (ჟირონა), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ერიკ გარსია, ჟორდი ალბა, მარკოს ალონსო (ყველა – ბარსელონა), დანი კარვახალი (რეალი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), ემერიკ ლაპორტი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დიეგო ლორენტე (ლიდსი, ინგლისი), უგო გილიამონი (ვალენსია);

ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი, გავი, პედრი (ყველა – ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), კარლოს სოლერი (პსჟ, საფრანგეთი), მიკელ მერინო, ბრაის მენდესი, მიგელ ოიარსაბალი (ყველა – სოსიედადი), უნაი სანსეტი (ბილბაო), მარკოს ლორენტე, კოკე (ორივე – ატლეტიკო);

ფორვარდები – იაგო ასპასი (სელტა), ბორხა იგლესიასი (ბეტისი), ანსუ ფატი, ფერან ტორესი (ორივე – ბარსელონა), ალვარო მორატა (ატლეტიკო), დანი ოლმო (ლაიპციგი), როდრიგო (ლიდსი, ინგლისი), მარკო ასენსიო (რეალი), ჟერარ მორენო, იერემი პინო (ორივე – ვილიარეალი), ნიკო უილიამსი (ბილბაო), პაბლო სარაბია (პსჟ, საფრანგეთი).

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელის თხოვნით არ გამოაქვეყნა სრული სია. საბოლოო განაცხადში უნდა დარჩეს 26 ფეხბურთელი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი E ჯგუფში ითამაშებს გერმანიის, იაპონიისა და კოსტა რიკას წინააღმდეგ.