ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა - გუნდში ოთხი დებიუტანტია #1TVSPORT
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს მეტოქის – ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სასტარტო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
სიაში ოთხი დებიუტანტია: „ბარსელონას” 18 წლის ნახევარმცველი პედრი, „ბრაიტონის” მეკარე რობერტ სანჩესი, „ეიბარის” ფორვარდი ბრაიან ჰილი და „სპორტინგის” მცველი პედრო პორო.
სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები – დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), რობერტ სანჩესი (ბრაიტონი, ინგლისი), უნაი სიმონი (ბილბაო);
მცველები – პედრო პორო (სპორტინგი, პორტუგალია), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სერხიო რამოსი (რეალი), დიეგო ლორენტე (ლიდსი, ინგლისი), ინიგო მარტინესი (ბილბაო), ჟორდი ალბა (ბარსელონა), ხოსე ლუის გაია (ვალენსია);
ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ტიაგო ალკანტარა (ლივერპული, ინგლისი), პედრი (ბარსელონა), მარკოს ლორენტე (ატლეტიკო), სერხიო კანალესი (ბეტისი), კოკე (ატლეტიკო), ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია);
ფორვარდები – ხერარდ მორენო (ვილიარეალი), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მიკელ ოიარსაბალი (სოსიედადი), ალვარო მორატა (იუვენტუსი, იტალია), ბრაიან ხილი (ეიბარი), დანი ოლმო (ლაიპციგი, გერმანია).
ესპანეთის ნაკრები 25 მარტს გრანადაში მიიღებს საბერძნეთს, 28 მარტს თბილისში შეხვდება საქართველოს და 31 მარტს სევილიაში უმასპინძლებს კოსოვოს.