ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრების კრიტიკოსებს შედეგების ორიგინალური ცხრილით უპასუხა #1TVSPORT
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ორიგინალურად უპასუხა თავისი გუნდის მისამართით კრიტიკას – ესპანელმა სპეციალისტმა გამოაქვეყნა ბოლო დიდი ტურნირების შედეგების ცხრილი.
კერძოდ, ცხრილში შესულია 2020 და 2022 წლის ერთა ლიგის, ევრო 2020-სა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შედეგები.
ესპანეთის ნაკრების შედეგები შედარებულია ბელგიის, საფრანგეთის, ინგლისის, იტალიის, ნიდერლანდების, პორტუგალიის, დანიის, გერმანიისა და ხორვატიის შედეგებს.
ლუის ენრიკეს მიერ წარმოდგენილი ცხრილის მიხედვით, ესპანეთი ამ გუნდებს შორის ყველაზე კარგად თამაშობს.
„ეს უბრალოდ იმისთვის, რომ კარგად გესმოდეთ სიტუაცია“, – დაწერა მწვრთნელმა.