ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 2015 წლის ფინალი გაიხსენა, რომელშიც მისი „ბარსელონა“ ტურინის „იუვენტუსს“ ხვდებოდა. ესპანურ გამოცემა „სპორტის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა უთხრა მატჩის წინ ფეხბურთელებს, კატალონიელთა ყოფილმა მწვთნელმა უპასუხა, რომ საუბარი პატარა ხუმრობით დაიწყო.
„მე მათ ვუთხარი, რომ ყველაზე ცუდი, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, ეს არის „იუვენტუსთან“ ერთად ფინალში გასვლა და იქ „ბარსელონას“ წინააღმდეგ თამაში. ვთხოვე, რომ წარმოედგინათ, რას ნიშნავს, როდესაც შესაჩერებელი გყავს სუარესი, ნეიმარი, მესი და ინიესტა, შემდეგ კი ტერ შტეგენს გოლი უნდა გაუტანო“, – ამბობს ლუის ენრიკე.
შეგახსენებთ, რომ იმ დღეს „ბარსელონამ“ „იუვენტუსი“ 3:1 დაამარცხა, რითაც ისტორიაში მეხუთედ და ჯერ-ჯერობით უკანასკნელად მოიპოვა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო.