ლუის ენრიკე - ვიცით კვარაცხელიას დონე, მისი თვისებები ყველამ დაინახა #1TVSPORT
ლუის ენრიკე - ვიცით კვარაცხელიას დონე, მისი თვისებები ყველამ დაინახა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 1-ში „ოსერთან“ მოგების (3:1) შემდეგ პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა. ფინალში ფრანგები 31 მაისს მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდებიან.

„„ოსერთან“ პირველი ტაიმი ჩვენთვის რთული გამოდგა, რადგან, ვფიქრობ, სათამაშო რიტმი გვაკლდა. შესვენების შემდეგ თამაში გავაუმჯობესეთ და ძალიან კარგადაც გამოვიყურებოდით.

რას ვფიქრობ კვარაცხელიაზე? ჩვენ ვიცით მისი დონე. ისიც ნორმალურია, რომ ხვიჩას აკლიმატიზაციისთვის გარკვეული დრო დასჭირდა, მაგრამ მისი ინდივიდუალური თვისებები ყველამ დაინახა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი? ყველა 31 მაისის შეხვედრაზე ვფიქრობთ, მაგრამ „პარკ დე პრენსზე“ გამართული ბოლო მატჩით მაქსიმალურად უნდა ვისიამოვნოთ“, – ამბობს ლუის ენრიკე.