ლუის ენრიკე შეშფოთებულია კეპა არისაბალაგას ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნით
ლუის ენრიკე შეშფოთებულია კეპა არისაბალაგას ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდნით

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მეკარე კეპა არისაბალაგა ბოლო დროს „ჩელსის“ ძირითადი შემადგენლობიდან ამოვარდა. უკვე ხუთი თამაშია, რაც კეპა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ მსგავსი სიტუაცია „ფურია როხას“ დამრიგებელს სულაც არ ახარებს.

„ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ფრენკ ლამპარდს არაერთხელ გამოუთქვამს უკმაყოფილება არისაბალაგას მუშაობით ვარჯიშებზე და ბოლოს მის ნაცვლად ძირითად მეკარედ 38 წლის ვილი კაბალიერო არჩია.

ცნობილია ასევე, რომ ლამპარდმა კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი მეკარის შეძენა მოსთხოვა.