ლუის ენრიკე - საინტერესო ჯგუფია, საქართველოსთან ყოველთვის მძიმე თამაშები გვქონდა #1TVSPORT
ლუის ენრიკე - საინტერესო ჯგუფია, საქართველოსთან ყოველთვის მძიმე თამაშები გვქონდა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი გააკეთა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე, სადაც მისი გუნდი A  ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან მოხვდა.

კმაყოფილებელი ვარ წილისყრის შედეგებით იმის გამო, რომ ესპანეთი ასცდა ისეთ ნაკრებებს, როგორებიც არიან ინგლისი და საფრანგეთი, რომლებიც მეორე კალათაში იყვნენ განთესილები. თუმცა, ყველამ იცის, როგორც ხდება – წილისყრა გაიმართება და გგონია, რომ ყველაფერი მშვიდად იქნება, მაგრამ ფეხბურთში გასაოცარი ამბები ხდება და ყველაფერია მოსალოდნელი. ყოველთვის ჩნდება გამოუცნობი გუნდი, რომელიც გაგაოცებს.

ასე რომ, ჩემი მოვალეობაა, კონკურენტების, შოტლანდიის, ნორვეგიის, საქართველოსა და კვიპროსის თამაშები გავაანალიზო, როცა საამისოდ შესაფერისი დრო იქნება და შეხვედრებს მომზადებულები შევხვდეთ.

საქართველოსთან ყოველთვის მძიმე მატჩები გვქონდა, მათ წინა შესარჩევ ეტაპზეც ორჯერ ვეთამაშეთ. ნორვეგიას ჰყავს დიდი მსოფლიო ვარსკვლავი (ერლინგ ჰალანდი), ფეხბურთელი, რომელსაც შესანიშნავად ხედავთ, რასაც წარმოადგენს. შოტლანდია ერთ-ერთი იმ გუნდთაგანია, რომელიც საგრძნობლად გაუმჯობესდა. იოლ თამაშები არც კვიპროსთან გველის“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა დღეს ფრანკფურტში გაიმართა. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრამ 53 ევროპული ნაკრები ათ ჯგუფში გადაანაწილა. საქართველოს ეროვნული ნაკრები A  ჯგუფში მოხვდა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი, A ჯგუფი

ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია, საქართველო, კვიპროსი