ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს #1TVSPORT

15:31, 02.06.2026

ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენთან“ ხელშეკრულებას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს, – ინფორმაციას „სკაი სპორტის“ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ავრცელებს.

როგორც პლეტენბერგი წერს, მოლაპარაკება მიმდინარეობს და შეთანხმება მხოლოდ დროის საკითხია. ლუის ენრიკე კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, მხარეებს ხელშეკრულების შემდგომში გახანგრძლივების შესაძლებლობაც ექნებათ.

ლუის ენრიკემ „პარი სენ-ჟერმენი“ 2023 წლის ზაფხულში ჩაიბარა და კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პერიოდს დაუდო სათავე. მასთან ერთად ფრანგულმა გრანდმა სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და ორჯერ – ჩემპიონთა ლიგა.

56 წლის სპეციალისტს მოქმედი ხელშეკრულება „პარი სენ-ჟერმენთან“ 2027 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი