ლუის ენრიკე – „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი უნდა გახდეს #1TVSPORT

08:45, 19.09.2026

პსჟ-ის მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განცხადებით, კლუბს „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში ხვიჩა კვარაცხელიასა და უსმან დემბელეს შორის არჩევანი არ გაუკეთებია. ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ჯილდო პარიზული გუნდის მოთამაშემ უნდა მიიღოს და ამავდროულად უკმაყოფილოა 30 ნომინანტს შორის დეზირე დუეს არყოფნით.

„მთავარი ტიტულების მოპოვებაა – ესაა ჩვენი სტრატეგია. კლუბში რაიმე გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ძალიან გვიხარია, რომ მსოფლიოს საუკეთესო 30 ფეხბურთელს შორის ჩვენი 10 მოთამაშეა. თუმცა ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, სიაში დეზირე დუესაც შევიყვანდით. ვიმსახურებთ ამ ჯილდოს მოპოვებას. ჩვენი მიდგომაა, დავიცვათ ყველა ჩვენი ფეხბურთელი. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი უნდა გახდეს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

„ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტი 8 სექტემბერს დასახელდა – ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო გამარჯვებულს 26 ოქტომბერს ლონდონში გადაეცემა.

მსგავსი