ლუის ენრიკე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის შესახებ – გარკვეული შეცდომებიც გვქონდა, თუმცა სეზონის ამ ფაზაში ეს სრულიად მისაღებია #1TVSPORT

13:16, 09.08.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფრედ (1:1) დასრულებული ამხანაგური მატჩი შეაფასა.

„თამაში კარგად დავიწყეთ და არაერთი პოზიტიური ეპიზოდი შევქმენით. მოგვიანებით გარკვეული შეცდომებიც გვქონდა, თუმცა სეზონის ამ ფაზაში ეს სრულიად მისაღებია. ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ ტრავმები არავის მიუღია და მომდევნო ორშაბათს კიდევ რამდენიმე მოთამაშე შემოგვიერთდება.

ახლა სრული კონცენტრაცია უეფა-ს სუპერთასზე უნდა გადავიტანოთ. სეზონს საკმაოდ ადრე ვიწყებთ, ზუსტად უნდა გავარკვიოთ, თუ ვინ არის სატიტულო მატჩისთვის ფიზიკურად ყველაზე უკეთ მომზადებული. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან გვიხარია, რომ ბიჭები დაბრუნდნენ და ისევ ერთად შევიკრიბეთ“, – განაცხადა ლუის ენრიკემ

„პარი სენ-ჟერმენის“ უახლოესი მატჩების განრიგი:

12 აგვისტო: ევროპის სუპერთასი „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ

16 აგვისტო: საფრანგეთის სუპერთასი „ლანსის“ წინააღმდეგ

23 აგვისტო: საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი „რენთან“

მსგავსი