ლუის ენრიკე „მალიორკასთან“ შეხვედრის შესახებ – ყველაფრის მიუხედავად, ნანახით მაინც კმაყოფილი ვრჩები #1TVSPORT

15:21, 06.08.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „მალიორკასთან“ ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხის (0:3) შესახებ კომენტარი გააკეთა.

„პირველი ნახევარი საკმაოდ კარგად ჩავატარეთ, თუმცა დაშვებული შეცდომის გამო მეორე ბურთი მივიღეთ, რამაც სიტუაცია გაგვირთულა. მიუხედავად ყველაფრისა, ნანახით მაინც კმაყოფილი ვრჩები. აკადემიიდან გადმოსულმა ბიჭებმა თავი მშვენივრად წარმოაჩინეს. ამ შეხვედრის უმთავრესი ამოცანაც სწორედ მათი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება იყო. მართალია, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

ჩვენ ახლა წინასასეზონო სამზადისის პირველ კვირას გავდივართ და შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა, აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი გვყავდა. მინდა, ხაზი გავუსვა და შევაქო საქმისადმი მათი მიდგომა. სულ რაღაც სამ დღეში მომდევნო შეხვედრას გავმართავთ, პროცესი გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ჩვენი გუნდის რეალურ სახეს მაშინ დავინახავთ, როცა ეროვნულ ნაკრებებში წასული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მომდევნო ამხანაგურ მატჩს 8 აგვისტოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი