ლუის ენრიკე „ლანსთან“ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენს“ ვერ უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ლავიწის ძვალზე ოპერაცია გაუკეთეს და ის 14 სექტემბერს „ლანსთან“ შეხვედრაში გუნდს ვერ უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას გამოცემა AS-ი ავრცელებს.
ენრიკემ დაზიანება 5 სექტემბერს მიიღო, ის ველოსიპედიდან გადმოვარდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მან ოპერაცია ესპანეთში გაიკეთა.
სანაკრებო შესვენების დასრულების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ვარჯიშს ენრიკეს თანაშემწე, რაფელ პოლი უძღვებოდა. სავარაუდოდ, ლიგა 1-ის მატჩშიც გუნდის მწვრთნელი ის იქნება.
ჯერ უცნობია, დაბრუნდება თუ არა ესპანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრისთვის, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენი“ 17 სექტემბერს იტალიურ „ატალანტასთან“ ჩაატარებს.