ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ - ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ყოველთვის განსხვავებული მენტალიტეტია საჭირო #1TVSPORT
ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ - ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ყოველთვის განსხვავებული მენტალიტეტია საჭირო #1TVSPORT

უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა, ფრანგული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.

„კვარა ყველა ტურნირზე გამორჩეული ფიგურაა. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, თუმცა უკვე დიდი გამოცდილება აქვს.

ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე ყოველთვის განსხვავებული მენტალიტეტია საჭირო“, – ამბობს ენრიკე.

მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ის პლეიოფში ზედიზედ ოთხჯერ დაასახელეს მატჩის საუკეთესო მოთამაშედ.