ლუის ენრიკე – ფინალში ზედიზედ მეორედ გასასვლელად განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება #1TVSPORT

19:30, 05.05.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის შესახებ ისაუბრა, რომელსაც ტურნირის მოქმედი ჩემპიონი გერმანიაში 6 მაისს ჩაატარებს.

„ჩვენი მიზანი თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებაა და ახლაც ამ მოცემულობით გავალთ მოედანზე. ეს ძალიან რთული გამოცდაა, თუმცა მიმდინარე სეზონში გასვლით თამაშებში ჩვენი გამოსვლით კმაყოფილები ვართ. „პარი სენ-ჟერმენი“ ბრძოლას არასდროს წყვეტს.

ფინალში ზედიზედ მეორედ გასასვლელად განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება. მნიშვნელოვანია, როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავსაც დავუმტკიცოთ, რატომ ვართ ტურნირის ამ ეტაპზე.

ერთხელ რაფაელ ნადალმა თქვა, რომ კარიერის კონკრეტულ ეტაპზე ფედერერსა და ჯოკოვიჩთან დაპირისპირება მისთვის დამატებითი მოტივაცია გახდა. ჩვენთვისაც იგივეა – „ბაიერნს“ პატივს ვცემთ, მაგრამ ეს პატივისცემა პროგრესისკენ გვიბიძგებს“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

„ბაიერნისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა 6 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი პარიზელებმა 5:4 მოიგეს – ორი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მსგავსი