ლუის ენრიკე - ესპანეთის ნაკრების ხერხემალს რეალის ფეხბურთელები წარმოადგენენ
ლუის ენრიკე - ესპანეთის ნაკრების ხერხემალს რეალის ფეხბურთელები წარმოადგენენ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ლუის ენრიკემ, „ერთა ლიგაზე“ ხორვატიასთან 6:0 გამარჯვების შემდეგ, სხვა საკითხებთან ერთად, გუნდში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელების როლზეც ისაუბრა.

„ჩვენ არაჩვეულებრივად ვითამაშეთ, ვიყავით ძალიან ეფექტურები და გავიტანეთ ულამაზესი გოლები. გვინდა გავხდეთ ისევ ისეთი კარგი გუნდი, როგორიც რამდენიმე წლის წინ ვიყავით. ამ ათი დღის განმავლობაში, ყველაზე ძალიან, ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა მომეწონა. ჩვენ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. მინდა თამაშში ბალანსს მივაღწიო. მე არ ვიცოდი, რომ სასტარტო შემადგენლონაში „რეალის“ ექვსი ფეხბურთელი იყო, მე ეგ არ მაღელვებს. ყველა მოთამაშე თამაშობს ესპანეთის ეროვნულ გუნდში, მთავარი ესაა. ისინი აქ წარმოადგენენ ნაკრებს, და არა კლუბს, დღეს ნაკრების ხერხემალს „რეალის“ ფეხბურთელები წარმოადგენენ და მე ეს მომწონს.“ – ციტირებს Football Espana.