ლუის ენრიკე - ძალიან გვიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით #1TVSPORT
ლუის ენრიკე - ძალიან გვიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

„შესანიშნავი მოგონებები შევქმენით. თამაში საკმაოდ მაღალი ტემპით წარიმართა, სადაც ჩვენმა დაცვის ხაზმა შეტევაზე უფრო საიმედოდ იმოქმედა.

„ბაიერნის“ დონის მეტოქესთან ჩვენ მიერ გამოვლენილი მებრძოლი სულისკვეთება ძალზედ დასაფასებელია. უაღრესად გვიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ მეორედ გავედით.

შეხვედრა მართლაც უაღრესად დაძაბული და მძიმე გამოდგა, რადგან ისინი უმაღლესი კლასის ფეხბურთს აჩვენებენ. სათამაშო სტილით ვგავართ ერთმანეთს, ვინაიდან ორივე გუნდი მაღალ პრესინგს ვანიჭებთ უპირატესობას.

ემოციებით ვართ სავსე. ორ დღეში იუბილარი ვარ და ეს ყველაფერი უზომოდ მახარებს. ბარიერი გადავლახეთ, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ ეტაპზე აღმოვჩნდით და გვსურს, ჩვენს ქომაგებს კიდევ არაერთი მსგავსი სიხარული ვაჩუქოთ“, – ამბობს ენრიკე.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ მიუნხენის „ბაიერნს“ შეხვდება – მატჩი 30 მაისს ბუდაპეშტში ჩატარდება.