ლუის ენრიკე - ჩემპიონთა ლიგის წილისყრით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT
ლუის ენრიკე - ჩემპიონთა ლიგის წილისყრით კმაყოფილი ვარ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი 2025/2026 წლის სეზონის მერვედფინალში ლონდონის „ჩელსის“ შეხვდება.

„შესანიშნავი წილისყრაა, კმაყოფილი ვარ. ინგლისური გუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის საინტერესოა. შურისძიებაზე არ ვფიქრობთ – ჩვენ ჩემპიონები ვართ, საკუთარი გზა გვაქვს და ის წარმატებით უნდა გავიაროთ“, – განაცხადა ენრიკემ.

პსჟ-ისა და „ჩელსის“ პირველი შეხვედრა 11 მარტს პარიზში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი ლონდონში ერთი კვირის შემდეგ ჩატარდება.

ეს გუნდები უკანასკნელად ერთმანეთს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში დაუპირისპირდნენ, მაშინ გამარჯვება „ჩელსის“ დარჩა – 3:0.