ლუის ენრიკე - ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი შეხვედრა დაგვრჩა და უნდა გადავწყვიტოთ, ფეხბურთელებმა რამდენი წუთი უნდა ითამაშონ #1TVSPORT
ლუის ენრიკე - ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი შეხვედრა დაგვრჩა და უნდა გადავწყვიტოთ, ფეხბურთელებმა რამდენი წუთი უნდა ითამაშონ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შესახებ ისაუბრა.

„„ლანსმა“ თავისი დავალება კარგად შეასრულა, ძალიან მძიმე შეხვედრა გამოვიდა. ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ჩემპიონთა ლიგის მატჩს ვთამაშობდით და ამ ატმოსფეროთი ნამდვილად ვისიამოვნეთ. „ლანსი“ მეტს იმსახურებდა, მათ ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა დღეს ჩვენმა მეკარემ, საფონოვმა საოცარი მატჩი ჩაატარა.

ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი შეხვედრა დაგვრჩა და უნდა გადავწყვიტოთ, ფეხბურთელებმა რამდენი წუთი უნდა ითამაშონ.

მეტოქე ნამდვილად მეტს იმსახურებდა და მთლიანობაში ძალიან მაღალი დონის თამაში გამოვიდა. მწვრთნელი მსგავსი სიტუაციებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს, თუმცა არის მომენტები, როცა ვერაფერს ცვლი და ყველაფერი თავად ფეხბურთელებზეა დამოკიდებული“, – ამბობს ენრიკე.

„პარი სენ-ჟერმენმა“, ლუის ენრიკესთან ერთად, ლიგა 1 ზედიზედ მესამედ მოიგო. გუნდი წელს კიდევ ერთი ტიტულისთვის – ჩემპიონთა ლიგისთვის იბრძვის. ევროპული საკლუბო ფეხბურთის მთავარი მატჩი ფრანგულ გრანდსა და „არსენალს“ შორის 30 მაისს ბუდაპეშტში შედგება.