ლუის ენრიკე ბრედლი ბარკოლას „ლივერპულში“ ტრანსფერზე – ამ გარიგებით ყველა მხარემ მოიგო #1TVSPORT

19:20, 04.09.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ბრედლი ბარკოლას „ლივერპულში“ ტრანსფერი შეაფასა. ესპანელი სპეციალისტის განმარტებით, ფეხბურთელის ინგლისში წასვლის მთავარი მიზეზი სტაბილური სათამაშო დროის მიღება იყო.

„ბარკოლამ პარიზში უდიდესი პროგრესი განიცადა და ჩვენი გუნდის წინსვლაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მას იმაზე მეტი სათამაშო წუთები უნდოდა, ვიდრე ეძლეოდა. საბოლოო ჯამში, ვთვლი, რომ ამ გარიგებით ყველა მხარემ მოიგო. მას საუკეთესოს ვუსურვებ“, – აღნიშნა ენრიკემ.

„ლივერპულმა“ ფრანგი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 125 მილიონი ევრო გადაიხადა. სავარაუდოდ, ის პრემიერლიგის მესამე ტურის მატჩში „იფსვიჩთან“ გუნდის განაცხადში იქნება.

მსგავსი