ლუის ენრიკე - ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში ახალ გამოცდილებას შევიძენ #1TVSPORT
ლუის ენრიკე - ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში ახალ გამოცდილებას შევიძენ #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პარიზული კლუბის თავკაცის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა.

„ბედნიერი ვარ, რომ პარიზში ჩამოვედი და აქ ახალ გამოცდილებას შევიძენ, – მოჰყავს 53 წლის ესპანელი სპეციალისტის სიტყვები პსჟ-ს პრესსამსახურს, – ძალიან საინტერესოა ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი ენის შეწავლა, ამ ქალაქში ცხოვრება და, პირველ რიგში, „პარი სენ-ჟერმენში“ მუშაობა“.

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.