ლუის ენრიკე „ბაიერნთან“ მატჩის წინ „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობის როტაციას გეგმავს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალამდე, ლუის ენრიკე საფრანგეთის ჩემპიონატში „ლორიანთან“ პსჟ-ის შემადგენლობის მნიშვნელოვნად გადახალისებას გეგმავს, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, პარასკევის ვარჯიშზე ლუის ენრიკემ პირველი გუნდის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის არიან – არტურ ვინიო, დიმიტრი ლუსეა, აიმენ ასაბი, რაიან აბო ელ ნაი, ტომას კორდიე და პიერ მუნგენგე.
„ლორიანთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის მატჩი „პარი სენ-ჟერმენს“ 2 მაისს ელის, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ლუის ენრიკეს გუნდი „ბაიერნს“ 6 მაისს დაუპირისპირდება.
პირველი ნახევარფინალური შეხვედრა ფრანგულმა გრანდმა 5:4 მოიგო.