ლუის დე ლა ფუენტე - ეს ისტორიული საღამოა, ასეთი გუნდით ბევრის მიღწევა შეგვიძლია #1TVSPORT
ლუის დე ლა ფუენტე - ეს ისტორიული საღამოა, ასეთი გუნდით ბევრის მიღწევა შეგვიძლია #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ შეაფასა თავისი გუნდის გასვლა ევრო 2024-ის ნახევარფინალში.

„შესაფერისი მომენტია იმისთვის, რომ შევაფასოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ და დავტკბეთ გამარჯვებით. ვნახოთ, როგორ შევძლებთ ფიზიკური ფორმის აღდგენას უახლოეს დღეებში. დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენი ფეხბურთელი მზად არის ნახევარფინალისთვის. ისინი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ.

ჩემი ფეხბურთელები გაუმაძღრები არიან. ვამაყობ იმით, რომ მათი მწვრთნელი ვარ. ბევრ მათგანს, დიდი ხანია, ვიცნობ. ისინი მიჩვეულნი არიან ყველაზე მაღალ დონეზე ბრძოლას და ახლა აქვთ შესაძლებლობა, ტურნირი მოიგონ. ეს გუნდი ყოველთვის იბრძოლებს.

რა თქმა უნდა, ზრდა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიტანოთ ეჭვი მოთამაშეების ხარისხში, თავდადებასა და სიამაყის გრძნობაში.

ეს ისტორიული საღამოა. ვამაყობ იმით, რომ ამ ქვეყანას წარმოვადგენ. ვნახოთ, რამდენად შორს შევძლებთ წასვლას, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ასეთი გუნდით ბევრის მიღწევა შეგვიძლია“, – განაცხადა ლუის დე ლა ფუენტემ.