ლუი ვან გაალმა ნიდერლანდების ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ნიდერლანდების ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დაასახელა 25-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის.
ნაკრებში მესამედ დანიშნულმა 69 წლის სპეციალისტმა ბევრი სიურპრიზი შესთავაზა გულშემატკივრებს. გუნდში არ არის ევრო 2020-ზე ნიდერლანდების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დენზელ დუმფრიზი. ასევე არ მიუღიათ მიწვევა ლუუკ დე იონგს, პატრიკ ვან აანჰოლტს, ოუენ ვეინდალს…
პირველად მიიღეს ნაკრებში მიწვევა თინეიჯერმა მცველმა დივენ რენშმა, 21 წლის მარცხენა მცველმა ტირელ მალასიამ და 37 წლის მეკარემ რემკო პასვეერმა.
ლუი ვან გაალის სრული არჩევანი ასეთია:
მეკარეები – ჯასტინ ბიილოუ (ფეიენოორდი), ჯოელ დრომელი (ეინდჰოვენი), ტიმ კრული (ნორვიჩი, ინგლისი), რემკო პასვეერი (აიაქსი);
მცველები – ნათან აკე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დელეი ბლინდი (აიაქსი), მატიის დე ლიგტი (იუვენტუსი, იტალია), სტეფან დე ვრი (ინტერი, იტალია), ტირელ მალასია (ფეიენოორდი), დევინ რენში (აიაქსი), იურიენ ტიმბერი (აიაქსი), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ინგლისი);
ნახევარმცველები – მარტენ დე როონი (ატალანტა, იტალია), რაიან გრავენბერხი (აიაქსი), ფრენკი დე იონგი (ბარსელონა, ესპანეთი), დევი კლაასენი (აიაქსი), ტეუნ კუპმეინერსი (ალკმაარი), გუუს ტილი (ფეიენოორდი), დონი ვან დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ჯორჯინიო ვეინალდუმი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი);
ფორვარდები – სტივენ ბერგჰუისი (აიაქსი), მემფის დეპაი (ბარსელონა, ესპანეთი), კოდი გაკპო (ეინდჰოვენი), დონიელ მალენი (დორტმუნდი, გერმანია), ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი, გერმანია).
ნიდერლანდების ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 1 სექტემბერს სტუმრად ითამაშებს ნორვეგიასთან, 4 სექტემბერს შინ მიიღებს მონტენეგროს და 7 სექტემბერს სტუმრად დაუპირისპირდება თურქეთს.