ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, უკრაინის მიერ ქალაქ ლისინჩანსკის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, უკრაინის მიერ ქალაქ ლისინჩანსკის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმის ცნობით, უკრაინის ძალების მიერ ქალაქ ლისინჩანსკის დაბომბვის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.

ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის, ნატალია პაშენკოს ინფორმაციით, დაშავებულია ასევე 10 ადამიანი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის სეპარატისტული რეჟიმის მტკიცებით, უკრაინის ძალებმა ლისიჩანსკში ორსართულიან შენობაზე მიიტანეს იერიში, სადაც საცხობი იყო.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.