ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ
ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები სევეროდონეცკის ნახევარს აკონტროლებენ, – ამის შესახებ ტელეგრამარხში ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმღვანელი სერგეი გაიდაი წერს.

მისი მონაცემებით, მანამდე რუსეთის ძალები სევეროდონეცკის 70 პროცენტს აკონტროლებდნენ, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ისინი უკრაინელმა ძალებმა უკუაგდეს და ამჟამად ქალაქი შუაზეა გაყოფილი.

გაიდას ცნობითვე, უკრაინელებს რვა რუსი ჰყავთ ტყვედ აყვანილი.

„რუსები აკონტროლებდნენ სევეროდონეცკის 70%-ს, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ისინი უკუაგდეს და ქალაქი შუაზეა გაყოფილი. დამპყრობლებმა პირადი შემადგენლობის დიდი რაოდენობა დაკარგეს, ტყვედ არის რვა რუსი. მტრის მთელი რეზერვი მიმართულია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკი-ბახმუტის მაგისტრალის დასაკავებლად. ღამით 30-მდე ჭურვი მოხვდა ჰუმანიტარული შტაბის შენობას ლისიჩანსკში“, – წერს გაიდაი.

ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდნეცკის დასაკავებლად რუსეთის ძალები უკვე ორი კვირაა, აქტიურ იერიშს აწარმოებენ. ქალაქში ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.