ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ოკუპანტები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება ქალაქის ქუჩებში
ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ოკუპანტები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება ქალაქის ქუჩებში

ოკუპანტები სევეროდონეცკის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება ქალაქის ქუჩებში, – ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.

გაიდაის თქმით, რუსი სამხედროების მიერ სევეროდონეცკის დამცველების ალყის საფრთხე ჯერ არ არსებობს, თუმცა ამ დროისთვის ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიის 90 პროცენტზე მეტი დროებით რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

რაც შეეხება ლისიჩანსკს, სერგეი გაიდასის განცხადებით, ქალაქი მთლიანად უკრაინის კონტროლს ექვემდებარება.

ქალაქებს, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკს ერთმანეთისგან მდინარე ჩრდილოეთის დონეცი ჰყოფს.