ლუგანსკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში რვა ადამიანი დაიღუპა
ლუგანსკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში რვა ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის ოლქში გასული დღე-ღამის განმავლობაში რვა ადამიანი დაიღუპა. რეგიონის ადმინისტრაციის სამხედრო მეთაურის, სერგეი გაიდაის ცნობით, დაშავებულია კიდევ ორი პირი.

მისი თქმით, რუსულმა მხარემ 12-ჯერ დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. ყველაზე მეტად კი გორნოე, ზალატოე, ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი დაზარალდა. ცეცხლის ქვეშ მოყვა პოლიციის განყოფილებაც.