ლუგანსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ სევეროდონეცკი ნაწილობრივ რუსული არმიის დაქვემდებარებაშია, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს
ლუგანსკის გუბერნატორი აცხადებს, რომ სევეროდონეცკი ნაწილობრივ რუსული არმიის დაქვემდებარებაშია, თუმცა ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს

სევეროდონეცკი ნაწილობრივ რუსული არმიის დაქვემდებარებაშია, – ამის შესახებ ლუგანსკის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს.

გაიდაის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ლუგანსკის ოლქი გამუდმებით იბომბება, თავად სევეროდონეცკის ქუჩებში კი საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს.

უკრაინული ძალები მოწინააღმდეგის ქალაქიდან განდევნას ცდილობენ.

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსული ძალები ასევე განაგრძობენ შტურმს ზოლოტოეს, ტოშკოვკის, კამიშევახისა და ნირკოვოს მიმართულებით.

მოწინააღმდეგემ ასევე ვერ შეძლო წინ წაწევა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზაზე კონტროლის მოპოვებაში.

გასული ღამის განმავლობაში, უკრაინელებმა ლუგანსკში რვა თავდასხმა მოიგერიეს.