„ლუდოგორეცს“ ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
რაზგრადის „ლუდოგორეცს“ საქართველოს ჩემპიონთან, ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი კვადვო დუა ვერ დაეხმარება. ამის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი დერმენჯიევმა განაცხადა.
„რაც შეეხება საკადრო საკითხებს, შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელმა, კვადვო დუამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და მას დასვენების შესაძლებლობა მივეცით. დუა რამდენიმე დღეში რაზგრადში დაბრუნდება და ვარჯიშს განაახლებს“.
„ლუდოგორეცს“ მეკარეების პრობლემაც შეექმნა და ბულგარელებს რუმინეთის ნაკრებისა და მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარის, ჰორატიუ მოლდოვანის დამატება სურდათ, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი „ლუდოგორეცსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის რაზგრადში 10 ივლისს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.