„ლუდოგორეცის“ მწვრთნელი - ბათუმში გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ შემდეგ ეტაპზე გავედით #1TVSPORT
ბულგარული „ლუდოგორეცი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ბათუმის „დინამოსთან“ საპასუხო მატჩში 0:1 დამარცხდა, მაგრამ ორი შეხვედრის ჯამში 3:2 მოიგო (3:1, 0:1) და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს განაგრძობს. ბულგარელების მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი დერმენჯიევმა განაცხადა, რომ, წაგების მიუხედავად, კმაყოფილია, რადგან მიზანს მიაღწიეს.
„ჩვენ წინ მივდივართ. მასპინძლებმა გოლი ადრევე გავიტანეს და ამან ცოტა დაგვაბნია. ბათუმის „დინამო“ კარგი გუნდია, მისი წევრები საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ, რომელმაც ორი წლის წინ რაზგრადში ბულგარეთის ნაკრებს 5:2 მოუგო. ამიტომ მეტოქის დაუფასებლობა შეუძლებელი იყო.
მთავარია, რომ მიზანს მივაღწიეთ და წინ წავიწიეთ, რადგან ასეთ მატჩებში გუნდი იზრდება. თუმცა „დინამომ“ ვერაფრით გამაკვირვა, მათი თამაშის სტილისთვის მზად ვიყავით და მოვიგეთ. მეორე ტაიმში, დაახლოებით 30 წუთი უპირატესობა გვქონდა. დიახ, გაგვიჭირდა, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა მიზანს მიაღწია“, – აღნიშნა დერმენჯიევმა.