„ლუდოგორეცი“-„ტორპედოს“ მატჩს ფინელი განსჯის
„ლუდოგორეცი“-„ტორპედოს“ მატჩს ფინელი განსჯის

„ტორპედო“ ევროპის ლიგის პლეი-ოფის განმეორებითი შეხვედრისთვის ემზადება. გუნდი ქუთაისში, საღორიას საფეხბურთო ბაზაზე ვარჯიშობს.

ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ პირველი შეხვედრა თბილისში, 23 აგვისტოს გაიმართა და საქართველოს ჩემპიონმა 0:1 წააგო.

რაზგრადის სტადიონზე განმეორებითი მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება. ცნობილი გახდა, რომ „ლუდოგორეცისა“ და „ტორპედოს“ მატჩს ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარ არბიტრად უეფა-მ 40 წლის მატიას გესტრანიუსი დანიშნა.

ამ წყვილის გამარჯვებული ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება და უეფა-სგან 2,620 მილიონ ევროს მიიღებს.