„ლუდოგორეცის“ კაპიტანი ანტონ ნედიალკოვი - ბათუმის „დინამოსთან“ აუცილებლად უნდა მოვიგოთ #1TVSPORT
„ლუდოგორეცის“ კაპიტანი ანტონ ნედიალკოვი - ბათუმის „დინამოსთან“ აუცილებლად უნდა მოვიგოთ #1TVSPORT

„ლუდოგორეცის“ კაპიტანმა, ანტონ ნედიალკოვმა ბათუმის „დინამოსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩამდე მედიასთან გუნდში არსებულ განწყობასა და მოლოდინებზე ისაუბრა.

„ამ მატჩებს ფეხბურთელები დიდი ხანი ველოდებოდით. ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში უნდა გავიმარჯვოთ, რადგან მიზნად ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვაქვს დასახული.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი ჰქონდა, შესანიშნავად ითამაშა და ტურნირის პლეიოფში მოხვდა. ეს ბათუმის „დინამოსთვის“ დამატებითი მოტივაცია იქნება, ჩვენი მეტოქე ძალიან სწრაფად თამაშობს და შეტევაშიც კარგად გადადის. მათ აქვთ თამაშის საკუთარი სტილი, რომელსაც წარმატება მოაქვს. თამაშის დროს ყურადღებით თუ არ ვიქნებით, პრობლემებს შეგვიქმნიან. ბათუმის „დინამოსთან“ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

„ლუდოგორეცში“ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ამ მატჩისთვის პირადად მე საკმარისად კარგად მოვემზადე და იმედი მაქვს, რომ მცირე ტრავმა დაბრკოლებებს აღარ შემიქმნის, ვითამაშებ და გუნდს დავეხმარები“.

„ლუდოგორეცისა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა რაზგრადის „ლუდოგორეც არენაზე“ 10 ივლისს, 22:00 საათზე დაიწყება.