ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრების განაცხადში სამი დებიუტანტი შეიყვანა #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრების განაცხადში სამი დებიუტანტი შეიყვანა #1TVSPORT

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა შემადგენლობა ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის.

გამოძახებულ ფეხბურთელებს შორის სამი დებიუტანტია: მცველები პიეტრო კომუცო (ფიორენტინა) და ნიკოლო სავონა (იუვენტუსი) და ნახევარმცველი ნიკოლო როველა (ლაციო).

მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), გულიელმო ვიკარიო (ტოტენჰემი, ინგლისი);

მცველები – ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბუონჯორნო (ნაპოლი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), პიეტრო კომუცო (ფიორენტინა), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), ქელებ ოკოლი (ლესტერი, ინგლისი), ნიკოლო სავონა (იუვენტუსი), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (ინტერი), დავიდე ფრატეზი (ინტერი), ნიკოლო პისილი (რომა), სამუელე რიჩი (ტორინო), ნიკოლო როველა (ლაციო), სანდრო ტონალი (ნიუკასლი, ინგლისი);

ფორვარდები – მოიზე კინი (ფიორენტინა), დანიელ მალდინი (მონცა), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), მატეო რეტეგი (ატალანტა).

იტალიის ნაკრები, რომელიც 10 ქულით ლიდერობს A ლიგის მეორე ჯგუფს, 14 ნოემბერს ბელგიაში ითამაშებს, 17 ნოემბერს კი საფრანგეთს მილანში უმასპინძლებს.