ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მორიგი ორი ტურისთვის გამოიძახა.
29-კაციანი სია ასე გამოიყურება:
მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გილერმო ვიკარიო (ტოტენჰემი, ინგლისი);
მცველები – ალესანდრო ბასტონი, ფრანჩესკო აჩერბი, მატეო დარმიანი, ფედერიკო დიმარკო (ყველა – ინტერი), ალესანდრო ბუონჯორნო (ტორინო), დავიდე კალაბრია (მილანი), ანდრეა კამბიაზო (იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), რაფაელ ტოლოი (ატალანტა);
ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა, დავიდე ფრატეზი (ორივე – ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (ფიორენტინა), ანდრეა კოლპანი (მონცა), ბრიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (არსენალი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი);
ფორვარდები – დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო კიეზა, მოიზე კინი (ორივე – იუვენტუსი), ჯაკომო რასპადორი, მატეო პოლიტანო (ორივე – ნაპოლი), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), სტეფან ელ-შაარავი (რომა), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა, ინგლისი).
იტალიის ნაკრები 17 ნოემბერს რომში ჩრდილოეთ მაკედონიას მიიღებს და 20 ნოემბერს ლევერკუზენში შეხვდება უკრაინას.