ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მორიგი ორი ტურისთვის გამოიძახა.
მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო), გილერმო ვიკარიო (ტოტენჰემი, ინგლისი);
მცველები – ალესანდრო ბასტონი, ფრანჩესკო აჩერბი, მატეო დარმიანი, ფედერიკო დიმარკო (ყველა – ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), დესტინი უდოჯი (ტოტენჰემი, ინგლისი);
ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა, დავიდე ფრატეზი (ორივე – ინტერი), ბრიან კრისტანტე (რომა), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ჯაკომო ბონავენტურა (ფიორენტინა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი, ინგლისი);
ფორვარდები – დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო კიეზა, მოიზე კინი (ორივე – იუვენტუსი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა, ინგლისი).
იტალია 14 ოქტომბერს შინ შეხვდება მალტას და 17 ოქტომბერს სტუმრად – ინგლისს.