ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა  #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ ევრო 2024-ის შესარჩევი მატჩებისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა  #1TVSPORT

იტალიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ დაასახელა ფეხბურთელები, რომლებიც ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის მორიგი ორი ტურისთვის გამოიძახა. განაცხადში 29 ფეხბურთელია.

მეკარეები – ჯანლუიჯი დონარუმა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ალექს მერეტი (ნაპოლი), ივან პროვედელი (ლაციო);

მცველები – ალესანდრო ბასტონი, მატეო დარმიანი, ფედერიკო დიმარკო (ყველა – ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ნიკოლო კაზალე, ალესიო რომანიოლი (ორივე – ლაციო), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ჯანლუკა მანჩინი, ლეონარდო სპინაცოლა (ორივე – რომა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა);

ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა, დავიდე ფრატეზი (ორივე – ინტერი), ბრიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი (ორივე – რომა), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), მატეო პესინა (მონცა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი, ინგლისი);

ფორვარდები – ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), ვილფრედ ნიონტო (ლიდსი, ინგლისი), ჩირო იმობილე, მატაი ძაკანი (ლაციო), მატეო პოლიტანო, ჯაკომო რასპადორი (ორივე – ნაპოლი), მატეო რეტეგი (ჯენოა), ნიკოლო ძანიოლო (ასტონ ვილა, ინგლისი).

იტალია 9 სექტემბერს შეხვდება ჩრდილოეთ მაკედონიას და 12 სექტემბერს – უკრაინას.