ლუჩანო სპალეტი – მსოფლიოს მთავარ საკლუბო შეჯიბრში თავი უნდა გამოვიჩინოთ #1TVSPORT
ლუჩანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრაზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ მეტოქეები A ჯგუფში არიან „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „ლივერპული“ (ინგლისი) და „რეინჯერსი“ (შოტლანდია).
„ჩვენ ვითამაშებთ სამ ძალიან რთულ გუნდთან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისინიც ძალიან ბედნიერები იქნებიან, „ნაპოლი“ რომ შეხვდათ. ჩვენ ნამდვილად ძლიერ მეტოქეებთან მოვხდით, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის თითქმის ყველა ჯგუფი ასეთია. შანსების პროცენტული დადგენაც ყოველთვის რთულია“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.
კვარაცხელიას მწვრთნელმა კომენტარი გუნდის შანსებზეც გააკეთა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მსოფლიოს მთავარ საკლუბო შეჯიბრში თავი უნდა გამოვიჩინოთ და სამართლიანი ვიყოთ საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. მაგრამ ამავე დროს უნდა შევეცადოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები გავზარდოთ“.

სპალეტის თქმით, მისი გუნდი ისტორიულ სტადიონებზე ტრადიციულ გუნდებთან ითამაშებს.
„ჩვენ ვართ ჯგუფში სამ კლუბთან, რომლებმაც ევროპული ფეხბურთის ისტორიის დაწერას ხელი შეუწყეს – სამი ლეგენდარული კლუბი, რომლებიც თამაშობენ მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო მოედნებზე – „იოჰან კრუიფ არენაზე“, „ენფილდზე“ და „აიბროქსის“ სტადიონზე. ეს იქნება მოგზაურობა ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში“.