ლოტბარი თორნიკე სხიერელი ინგლისში ფოლკლორულ სემინარებს გამართავს
ლოტბარი თორნიკე სხიერელი ინგლისში ფოლკლორულ სემინარებს გამართავს

რაჭული ფოლკლორის საუკეთესო მცოდნე, ეთნოფორი, ფოლკლორის შემკრებ-შემგროვებელი თორნიკე სხიერელი ქართული ტრადიციული მუსიკით დაინტერესებულებისთვის ლონდონში, კემბრიჯსა და დევონში სემინარებს ჩაატარებს. გასულ წელს ლოტბარი ინგლისში ეთნომუსიკოლოგ მალხაზ ერქვანიძესთან ერთად იმყოფებოდა, სადაც იქ არსებული ქართული ეკლესიის გუნდისათვის ერთკვირიანი სემინარი ჩაატარა.

თორნიკე სხიერელი ორი კვირის განმავლობაში ოთხ სემინარს ჩაატარებს. ერთ-ერთი ინგლისელებით დაკომპლექტებული ანსამბლი „მასპინძელია“, რომელიც 10 წელზე მეტია, სხვადასხვა ეთნომუსიკოლოგებისაგან ქართულ ტრადიციულ მუსიკას სწავლობს.

თორნიკე სხიერელი ბრიტანეთის შემდეგ სემინარებს ფინელებისათვის ქართულ ტრადიციულ მუსიკაში უკვე რაჭაში, ონში გამართავს.