ლოთარ მათეუსი მზად არის, განიხილოს შეთავაზება გერმანიის ნაკრებისგან #1TVSPORT
ლოთარ მათეუსი მზად არის, განიხილოს შეთავაზება გერმანიის ნაკრებისგან #1TVSPORT

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა კომენტარი გაუკეთა ჭორებს იმის შესახებ, რომ მან, შესაძლოა, გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს. ცნობილია, რომ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის შემდეგ, ბუნდესნაკრებს დატოვებს მისი ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი.

„თუ რაღაც მომენტში დღის წესრიგში დადგება საკითხი იმის შესახებ, რომ მე შეიძლება პასუხისმგებლობა ავიღო ნაკრებზე, ბუნებრივია, დავფიქრდება ამაზე“, – განაცხადა გამოცემა Bayern Insider-თან კომენტარში მათეუსმა.

მისი ბოლო სამუშაო ადგილი ბულგარეთის ნაკრები იყო, რომელსაც 2010-11 წლებში წვრთნიდა.