ლოთარ მათეუსი იუბილარია
ლოთარ მათეუსი იუბილარია

ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ლოთარ მათეუსი 59 წლის გახდა.

ლოთარ მათეუსი გერმანული ფეხბურთის რეკორდსმენია, რადგან ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. ის გერმანიის ნაკრების ფორმით მოედანზე 150-ჯერ გავიდა.

იუბილარი იმ ოთხ ფეხბურთელს შორისაა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთჯერ უთამაშია – (1982, 1986, 1990, 1994, 1998 წლებში).