ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრის წინ წითელი ხალიჩა უკვე გაშალეს
ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრის წინ წითელი ხალიჩა უკვე გაშალეს

ლოს-ანჯელესი კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟული კინო დაჯილდოების მასპინძლობისთვის ემზადება. წითელი ხალიჩა დოლბის თეატრის წინ უკვე გაშალეს. 152 მეტრის სიგრძის ხალიჩაზე ზუსტად ერთ დღეში მსოფლიო კინოს ვარსკვლავები გაივლიან.

საზეიმო ცერემონიას წელს პირველად წამყვანი არ ეყოლება. ნომინაციებში გამარჯვებულებს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები გამოაცხადებენ, წამყვანების მონოლოგების ნაცვლად კი, მუსიკალური ნომრებისა და ვიდეორგოლების ჩვენებაა დაგეგმილი.

უკვე ცნობილია, რომ ცოცხლად შესრულდება საუკეთესო სიმღერის კატეგორიაში ნომინირებული კომპოზიციები. მათ შორის იქნება ბრედლი კუპერის და ლედი გაგას პერფორმანსი.

ღონისძიებას წელს პირველად, პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს. პირველი არხი მაყურებელს საშუალებას მისცემს, უგულშემატკივროს თავის ფავორიტებს და ნახოს, საუკეთესო შოუ, როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე განმეორებით 25 თებერვალს მოამბის მთავარი გამოშვების დასრულების შემდეგ.