„ლოს ანჯელესის“ მფლობელი - სოკერი აშშ-ში სპორტის მესამე სახეობა გახდება
„ლოს ანჯელესის“ მფლობელი - სოკერი აშშ-ში სპორტის მესამე სახეობა გახდება

საფეხბურთო კლუბის „ლოს ანჯელესის“ მფლობელმა ლარი ბერგმა განაცხადა, რომ სულ მალე ფეხბურთი პოპულარობით მესამე ადგილზე გადაინაცვლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში – ის შეავიწროებს ჰოკეისა და ბეისბოლს.

„ცხადად არსებობს ტენდენცია სოკერის სასარგებლოდ. სულ უფრო მეტი ახალგაზრდაა გატაცებული სპორტის ამ სახეობით, ტურნირები კი სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ვფიქრობ, ჩვენ შევავიწროვებთ ბეისბოლს, ჰოკეის და სპორტის ნომერ მესამე სახეობა ვიქნებით აშშ-ში ამერიკული ფეხბურთისა და კალათბურთის შემდეგ.

კარგი ამბავია სოკერისთვის და ჩვენი ლიგისთვის ის, რომ მოთამაშეებს სურთ აშშ-ში ცხოვრება. ხალხს უნდა ჩვენთან. აქ არის კარგი საცხოვრებელი პირობები და ფანტასტიკური ინფრასტრუქტურა“. – განაცხადა ბერგმა.